ღილაკი Prio (ჩართვისას პრიორიტეტის მინიჭების ღილაკი)

თითოეულ დასამუხტ ბუდეში (1) არის ღილაკი Priority Start (5) მოცრმულ ბუდეში აკუმულატორის დამუხტვის დაუყოვნებლივ დაწყებისთვის.
- Priority Start ღილაკზე ერთჯერადი დაჭერის შემდეგ (5) აკუმულატორის ბატარეა, რომელიც მოცემულ დასამუხტ ბუდეშია, იძენს დამუხტვის პრიორიტეტულ უფლებას მისი ტევადობის დაახ. 80 %-მდე (დამუხტვის პირველი ციკლი). დამუხტვის პროცესის დასაწყისში პირველი მუხტის ინდიკატორის 4 LED (4) ინთება მოკლე დროით. როდესაც ერთი აკუმულატორი დამუხტულია დაახ. 80 %, იწყება შემდეგი აკუმულატორის დამუხტვა ისრის მიმართულებით (2) (საათის ისრის წინააღმდეგ).
- Priority Start ღილაკზე ორმაგი დაჭერის შემდეგ (5), აკუმულატორი ამ დასამუხტ ბუდეში იძენს დამუხტვის პრიორიტეტულ უფლებას დამუხტვის მთლიან დონემდე. დამუხტვის პროცესის დასაწყისში ხანმოკლედ ინთება მუხტის ინდიკატორის 5 LED (4). დამუხტვის პროცესის დასრულების შემდეგ დანარჩენი აკუმულატორების ბატარეები იმუხტება დაახ. 80 %-მდე.
თუ პრიორიტეტული თანმიმდევრობით აკუმულატორი მთლიანად დამუხტულია, იწყება აკუმულატორის დამუხტვა მომდევნო ბუდეში.გადართვის თანმიმდევრობა დამუხტვისთვის მითითებულია ისრებით (2) დასამუხტ მოწყობილობაზე (საათის ისრის საწინააღმდეგოდ).