დამუხტვის პროცესი

დარწმუნდით, რომ დასამუხტი ბუდე  და აკუმულატორის კონტაქტები უხეშად დაბინძურებული არ არის. დარწმუნდით, რომ აკუმულატორი სწორედ არის ჩასმული.

დამუხტვის პროცესი იწყება დასამუხტი მოწყობილობის ქსელის ჩანგლის ელექტროქსელში ჩართვისთანავე და დასამუხტ შახტაში განთავსებისთანავე (2) 14,4-ვ/18-ვ აკუმულატორებისთვის ან დასამუხტ შახტაში (1)10,8-ვ/12-ვ აკუმულატორებისთვის სულ მცირე ერთი აკუმულატორის და/ან USB-მაერთებელთან (4) რომელიმე გარე USB-მოწყობილობის დასამუხტი კაბელის ჩართვისას.

პირველად ჩასმული დასამუხტი შახტის (1)/(2) აკუმულატორიც პირველი იმუხტება. შემდეგ ავტომატურად იწყება იმ აკუმულატორის დამუხტვა, რომელიც ჩასმული იყო ბოლოს.

ჩართული გარე USB-მოწყობილობა იმუხტება აკუმულატორის მიმდინარე დამუხტვის პროცესშიც კი.

დამუხტვა შესაძლებელია, მხოლოდ თუ აკუმულატორის ტემპერატურა დასაშვებ დიაპაზონშია (0–45 °C).

დამუხტვის ინტელექტუალური პროცედურის წყალობით დასამუხტი მოწყობილობა ავტომატურად ამოიცნობს აკუმულატორის მუხტის დონეს და ასრულებს დამუხტვას ოპტიმალური დენით აკუმულატორის ტემპერატურის და ძაბვის შესაბამისად.

მუშაობის ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი შემცირება დამუხტვის შემდეგ მოწმობს აკუმულატორის დაძველებზე და მიუთითებს მის შეცვლაზე.

დამუხტვის უწყვეტი ციკლის ან დამუხტვის ციკლის მრავალჯერადი გამეორების შემთხვევაში შესვენების გარეშე, დასამუხტი მოწყობილობა შეიძლება გაცხელდეს. მიუხედავად ამისა, ეს უსაფრთხოა და არანაირად არ მიუთითებს დასამუხტი მოწყობილობის ტექნიკურ დეფექტზე.