აკუმულატორი არ იმუხტება

აკუმულატორი არ იმუხტება, და ტემპერატურის/შეცდომის კონტროლის წითელი ინდიკატორი (5) ციმციმებს წითლად.

აკუმულატორი არ იმუხტება, და ინდიკატორი (5) ანთია წითლად.
მიზეზი: დასამუხტმა მოწყობილობამ გამოავლინა შიდა შეცდომა.
აღმოფხვრის მეთოდი: დარწმუნდით, რომ ყველა აკუმულატორი დაყენებულია ბოლომდე. გამორთეთ ქსელის ჩანგალი და ისევ შეაერთეთ. თუ შეცდომა მეორდება, დასამუხტი მოწყობილობა გადაეცით შესამოწმებლად ელექტროხელსაწყოების ავტორიზებულ სახელოსნოში Bosch.
მიზეზი: აკუმულატორი არასწორად არის ჩასმული
აღმოფხვრის მეთოდი: სწორედ ჩასვით აკუმულატორი დასამუხტ მოწყობილობაში.
მიზეზი: აკუმულატორის და დასამუხტი კონტაქტები დაბინძურებულია
აღმოფხვრის მეთოდი: გაწმინდეთ აკუმულატორის კონტაქტები და დასამუხტი კონტაქტები, მაგალითად: რამოდენიმეჯერ ჩასვით და ამოიღეთ აკუმულატორი.
მიზეზი: აკუმულატორი გაუმართავია
აღმოფხვრის მეთოდი: გამოცვალეთ აკუმულატორი.
მიზეზი: აკუმულატორის ტემპერატურა სცდება დასაშვებ დიაპაზონს
აღმოფხვრის მეთოდი: დაელოდეთ, სანამ აკუმულატორის ტემპერატურა არ დაუბრუნდება დამუხტვის ტემპერატურის დასაშვებ დიაპაზონს (0–45 °C).